მთავარ შინაარსზე გადასვლა
გიორგი ელიაძე
პროექტები: Boxette Group

ნოე 2025 – აპრ 2026

ზარების ხარისხის AI შეფასება

ჩაწერილ ზარებს Gemini შიფრავდა და 8 კრიტერიუმით აფასებდა, ოპერატორი კი პირად შეფასებას იღებდა

  • AI
  • ხარისხის კონტროლი
ხანგრძლივობა
5 თვე
კომპანია
Boxette Group
როლი
შეფასების სქემა, პრომპტი, ნაკადი და დეშბორდის ვიზუალი

მიმოხილვა

n8n-ზე აწყობილი სისტემა, რომელშიც ქოლ-ცენტრის ყოველ ჩაწერილ ზარს Gemini შიფრავდა და 8-კრიტერიუმიანი სქემით აფასებდა: შედეგი Postgres-ში ინახებოდა, ოპერატორი პირად შეფასების ბარათს იღებდა, მონაცემები კი Power BI-ის დეშბორდს კვებავდა. სისტემა 2025 წლის ნოემბერში შეიქმნა და 2026 წლის აპრილამდე ვითარდებოდა.

ინსტრუმენტები

  • n8n
  • Gemini
  • PostgreSQL
  • Power BI
  • Mattermost

მოსმენილი ზარების მცირე წილი

სუპერვაიზერებს ზარების მხოლოდ მცირე ნაწილის მოსმენა შეეძლოთ, ამიტომ ოპერატორები თანმიმდევრულ უკუკავშირს იშვიათად იღებდნენ, ძველი 4-კრიტერიუმიანი შეფასება კი ქოუჩინგისთვის ზედმეტად ზოგადი იყო. საჭირო იყო, ყველა ზარი ერთნაირად შეფასებულიყო და ოპერატორს ქულის მიზეზებიც დაენახა.

შეფასების სქემა და მოდელების ტესტი

შევიმუშავე 8-კრიტერიუმიანი, 100-ქულიანი სქემა (მომსახურება, სიცხადე, ემპათია, აქტიური მოსმენა, სიზუსტე, პრობლემის გადაჭრა, ეფექტიანობა, სტრესის მართვა) ქულების დაკლების წესებითა და ქართულენოვანი QA-აუდიტორის პრომპტით. შემდეგ Gemini 2.5 Pro და Flash ერთსა და იმავე ზარებზე შევადარე და ფასიც დავითვალე. Flash უფრო რეალისტურად აფასებდა (იმავე ზარს Flash-მა 81 ქულა დაუწერა, Pro-მ 93) და დაახლოებით ექვსჯერ იაფი იყო.

როგორ მუშაობდა

n8n-ის ნაკადი სატელეფონო სისტემის ზარების ცხრილიდან თითო შეუფასებელ ზარს იღებდა და ჩანაწერს ჩამოტვირთავდა; Gemini აბრუნებდა ტრანსკრიპტს, ზარის კატეგორიასა და ქულებს, ნაკადი კი მათ ამუშავებდა, ფასს ითვლიდა და ინახავდა. გაუგებარი პასუხები ფასთან ერთად ცალკე ცხრილში იწერებოდა და ზარი რიგში ბრუნდებოდა, ხოლო როცა LangChain-ის Gemini კვანძმა აუდიოზე შეცდომები დაიწყო, ეს ნაბიჯი პირდაპირ HTTP მოთხოვნად გადაკეთდა, აუდიოთი მოთხოვნის შიგნით. ყოველი ოპერატორი Mattermost-ში იღებდა შეტყობინებას თავისი ქულითა და მიზეზებით, TypeScript-ზე დაწერილი Power BI-ის ვიზუალი კი შეფასებების ცხრილს უჯრების კომენტარების მინიშნებებს უმატებდა, რაც სტანდარტულ ცხრილს არ შეუძლია.

შედეგი

2026 წლის 20 აპრილისთვის ბაზაში 32 013 ზარი იყო, მათგან 2 199 AI-ით შეფასებული, საშუალო ქულით 78.4/100, ხოლო 28 აპრილისთვის შეფასებული ზარების რაოდენობამ 3 507-ს მიაღწია. დღეში 300 ზარზე პროგნოზული ხარჯი Flash-ზე თვეში დაახლოებით 150 ლარი იყო, Pro-ზე კი დაახლოებით 820 ლარი. შეცდომების ახალმა დამუშავებამ 124 გაჭედილი ზარი აღადგინა.

პროექტები: Boxette Group